საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინეს.
ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 პირი დაკავებულია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია 19 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო
ღირებულება 119 724 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით.